მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
პედაგოგი და ჟურნალისტი - ინტერვიუ მონიკა ჭანტურიასთან
გამარჯობა, მე ვარ ლიკა ფანჯაკიძე და მინდა გაგაცნოთ ჩემი მასწავლებელი, ასევე ჟურნალისტი და სამი შვილის დედა მონიკა ჭანტურია.

ქალბატონო მონიკა, თქვენ ხართ მასწავლებელი და ჟურნალისტი. მოგვიყევით თქვენი ორივე პროფესიის შესახებ, როგორ აირჩიეთ და როგორ უთავსებთ ერთმანეთს?

„ძალიან დიდი მადლობა რომ გაგახსენდი ამ ინტერვიუსთვის და ვეცდები გაგცე კითხვებზე პასუხი. თავიდან ჩავაბარე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და სწავლის დროს მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაც ძალიან მომწონდა. ვფიქრობ, არ უშლის ხელს ერთმანეთს, რომ წერო გაზეთში და ასწავლო მოსწავლეებს. პირიქით, ერთმანეთს ეხმარება კიდეც ეს ორი საქმიანობა“



რამდენი წელია რაც ჟურნალისტი და მასწავლებელი ხართ, როგორ დაიწყეთ მუშაობა და დროს როგორ ანაწილებთ ოჯახში, შვილებს რამდენად დიდ დროს უთმობთ?

„უკვე ცხრა წელია რაც მასწავლებელი ვარ, მანამდე ვწერდი ჟურნალისთვის. ჩემი აზრით, მთავარია დრო გაანაწილო კარგად და დაგეგმო თუ რის მერე რა უნდა გააკეთო და ამაში მგონი რთული არაფერი არ არის“

ყველაზე მეტად, რა მოგწონთ და არ მოგწონთ ჟურნალისტობასა და მასწავლებლობაში?

„სკოლაში ხშირად არის ხოლმე ისეთი დღეები, რომელსაც შეუძლია სიხარული მოგანიჭოს და იშვიათად არის ისეთი დღეები, როცა შეიძლება არ გაგიმართლოს. შესაძლოა გაკვეთილმა, ან მოსწავლემ ძალიან გაგაღიზიანოს. მაგრამ,  მერე უკან გიბრუნდება სიყვარული და მოთმინება. ალბათ, არ შეიძლება ცუდ და კარგ დღეებად დავყოთ ეს პროცესი. რაც შეეხება ჟურნალისტობას, ბევრი რამ არ მომწონს იქ, მაგრამ არ მეთმობა წერა. იმდენად მიყვარს ხოლმე, რომ მაინც ვწერ“



ბავშვობაში, სხვა პროფესიაზე თუ ოცნებობდით და როგორ ფიქრობთ, თქვენი საბოლოო არჩევანი რამდენად სწორი აღმოჩნდა?

„ბევრ რამეზე ვოცნებობდი... მახსოვს, სარკის წინ დიქტორის როლს ვირგებდი.  ანუ, ჟურნალისტობანას ვთამაშობდი. ალბათ, უფრო ტელე ჟურნალისტობა მინდოდა. თუმცა, ძალიან მიყვარს ხელოვნების სხვა დარგები: ცეკვა, მუსიკა, სიმღერა“

გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, რომ პროფესიამ დაგღალათ და თავი დაგენებებინათ ან სხვა სფეროში გადასულიყავით?


„ხომ! ვიქნები გულრწფელი და ეს მომენტი ყველას ჰქონია, როგორც ჟურნალისტიკაში ასევე მასწავლებლობაში უფრო რადგან ახალ თაობასთან გაქვს შეხება და მერე იმდენად გადააჭარბებს მათი პოზიტივი რომ, მაინც გადამაფიქრებინებს ხოლმე“

თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ?

„თავისუფალი დრო თუ დამრჩა ან მრჩება, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ვატარებ და იქ მივდივარ სადაც არ ვყოფილვარ. მაგალითად, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში“



თქვენს შვილებს თუ ურჩევთ, რა პროფესია აირჩიონ და თუ იცით მათი არჩევანი პროფესიებთან დაკავშირებით?

„პროფესიას არ ვურჩევ, უბრალოდ ვეუბნები, ეხლა ისეთ ასაკში არიან, რომ გამოყონ რაიმეს მიმართ ინტერესი... ალბათ, ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს თავისი პროფესია“

რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რის მიხედვით აირჩიონ პროფესია და უნდა გაითვლისწინონ თუ არა მშობლების რჩევა?

„მგონია რომ, არჩევანს აკეთებს თავად ადამიანი, ის ვინც უნდა ჩააბაროს და აირჩიოს მომავალი პროფესია. არჩევანში უნდა იყოს თავისუფალი და უნდა განჭვრიტოს, რაში იგრძნობს თავს კარგად და რაში უნდა ცოდნის გაღმავება. უნდა გიყვარდეს ის რასაც აკეთებ!“




ლიკა ფანჯაკიძე

12 წლის

New მედია კლუბის წევრი



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.