მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
მდინარე მტკვრის ფიქრები
მე მდინარე მტკვარი ვარ. ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე. სათავეს თურქეთიდან ვიღებ და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კასპიის ზღვას ვუერთდები. ჩემი სიგრძე 1515 კილომეტრია. ჩემი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. საუკუნეების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოვსწრე ვარ. მინახავს კარგიც და ცუდიც.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც სიხარულით ჩავუვლი ხოლმე. მიყვარს ბორჯომი, თბილისი და სხვა ქალაქები. აქ ჩავლის დროს გული სიხარულით მევსება.

ლამაზია ეს ქვეყანა წელიწადის ყველა სეზონზე, ხვავით და ბარაქით სავსე, მაგრამ გული ერთ რამეზე ძალიან მტკივა. ღმერთმა ამ ძვირფას მიწაზე გამამწესა, მაგრამ არავის ვაინტერესებ და არ ვუყვარვარ ისე, როგორც ბუნების ნაწილი.

ადამიანები მანაგვიანებენ, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სამშენებლო მასალებით და უსარგებლო ნივთებით მავსებენ. მე ხომ არ ვარ ნაგავსაყრელი რატომ?! ჩემი მოვალეობაც ხომ სხვაა...

მახსოვს წარსულიდან, როგორ გრილდებოდნენ ჩემს კალთაში ზაფხულის ცხელ დღეებში გოგო-ბიჭები. ახლა კი ისეთი ჭუჭყიანი ვარ ახლოს არ მიკარებენ.

ჩემი დაბინძურების გამო ბევრი თევზი იღუპება, ისინი მაინც შეიბრალეთ.

ბევრჯერ მივეცი ხალხს გაფრთხილება, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. შეიძლება ერთხელაც ძალიან ავდიდდე და გადავუარო მთელ საქართველოს ან მე გავნადგურე.

მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს ადამიანებთან. იცხოვრეთ თქვენთვის ზიანს ნუ მომაყენებთ, რადგან სხვა არაფერი დაგრჩენიათ...

გთხოვთ გაუფრთხილდით გარემოს ის ხომ ჩვენი სახლია!

პ.ს. მიიღეთ გამოწვევა, მოგვიყევით რას ფიქრობს მდინარე მტკვარი. მოგვწერეთ კომენტარებში.
#გამოწვევამიღებულია


მარიამ ტაბატაძე. 13 წლის

New მედია კლუბის წევრი


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.