მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
როგორ გავხდი ბულინგის მსხვერპლი
,,ბულინგი" ჩაგვრას ნიშნავს. ეს არის არასასურველი აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. სკოლაში ბულინგი იმ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, რომელზეც ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ . ხშირად უფროსი ასაკის ადამიანები მას ბავშვურ ცელქობასაც არქმევენ. ყველაზე მეტად ბულინგი თინეიჯერებშია გავრცელებული . ზოგჯერ მათ ჰგონიათ, რომ უბრალოდ ხუმრობენ და ვერ აანალიზებენ, რომ ამით შესაძლოა ვინმეს ზიანი მიაყენონ. ჩემი აზრით ეს ყველაფერი დიდი თამაშია, რომელშიც ზოგჯერ საკუთარ თავს, ზოგჯერ სხვას ვაზიანებთ.

მოგიყვებით ჩემს პირად დაბულინგებაზე. ეს ყველაფერი ასე დაიწყო...

ვსწავლობდი ქალაქის სკოლაში. გარკვეული მიზეზების გამო მშობლებმა გადმომიყვანეს სოფელში საცხოვრებლად. შევიცვალე სკოლა.

სკოლაში რომ მივედი ყველა ყველას იცნობდა, მხოლოდ მე ვიყავი უცხო. გავიცანი ბავშვები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ამ სკოლაში გადმოსვლა ბევრს არ გახარებია.

დასვენებაზე თანაკლასელი გოგონა მოვიდა და მითხრა: ,,მეზიზღები, რატომ გადმოეთრიე ამ სკოლაში".

ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია როცა ასეთ სიტყვებს გეტყვის თანაკლასელი. ამ დროს ვიყავი 8 წლის. ეს ყველაფერი ძალიან განვიცადე . მისი სიტყვების შემდეგ აღარც მინდოდა სკოლაში მისვლა. ამ შემთხვევის შემდეგ თავს გარიყულად ვგრძნობდი . ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შებრძოლება. არ ვიცოდი მას რა დავუშავე, ან ასე რატომ მომექცა, იმიტომ რომ მისგან განსხვავებული ვიყავი, იმიტომ რომ უბრალოდ არ მოვწონდი, თუ იმიტომ, რომ ბულერი იყო?

მიუხედავად იმისა, რომ ვარ კომუნიკაბელური და ნებისმიერ ბავშვთან შემიძლია კომუნიკაცია, მაინც გავხდი ბულინგის მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ ბულერების ქცევა შესაძლოა მიზეზი იყოს იმისა, რომ თავადაც იყვნენ ბულინგის მსხვერპლი ოჯახში, ქუჩაში. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ასეთი აგრესიულები და მოძალადენი ხდებიან .

ამით მინდა გავამხნევო ყველა დაბულინგებული ბავშვი, რომ არ დანებდნენ და თავი გარიყულად არ იგრძნონ. წარმოაჩინონ საკუთარი თავი ისეთი როგორებიც არიან. ისწავლონ საკუთარი თავის დაცვა და თუ მსგავს შემთხვევას შეესწრებიან, რეაგირება მოახდინონ. მთავარია ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. მიუხედავად იმისა რომ სკოლა და მშობელი ერთვება პრობლემის მოგვარებაში, მაინც ბავშვმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რათა არ იყოს მსხვერპლი . საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის ყველანაირი გამოვლინება და გადაჭრით უნდა უთხრას : ,,არა ძალადობას“!


ნინო რამიშვილი. 12 წლის

New მედია კლუბის წევრი





Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.