მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
„პედაგოგი მოსწავლის სულის მჭედელია“-მარიზა ჯიქია
მე მარიამ ტაბატაძე ვარ. ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე. მინდა გაგაცნოთ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი, მარიზა ჯიქია. ის პედაგოგი, ექიმი- ბიოლოგი და პოეტია. როგორ უთავსებს თავის საქმიანობას ერთმანეთს, როგორი ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან და რა არის საჭირო წარმატებისთვის. ამ და სხვა ამბებს ინტერვიუში წაიკითხავთ.


რამდენი პროფესია გაქვთ?

მაქვს სამი პროფესია ვარ სამი ბატონის მსახური: ექიმ-ბიოლოგი, პედაგოგი, და პოეტი.

მოგვიყევით თითოეული პროფესიის შესახებ როგორ მოხვდით ამ სფეროში?

ჩავირიცხე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფია- ბიოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად მქონდა საზოგადოებრივი დატვირთვაც. ვიყავი ორი ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. განათლების სამინისტროს პროექტმა მომისწრო მე-3 კურსზე (სამცენიერო კადრის აღზრდის მიზნით) გავიმარჯვე კონკურსში, რაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გადაყვანას გულისხმობდა. მომიხდა 9 განსხვავებული საგნობრივი განაკვეთის დაფარვა. აქაც ვიმარჯვე და ჩავირიცხე მე-2-ე კურსზე ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე. აქაც წარმატებული სტუდენტი გავხდი და პარალელურად სამედიცინო ფაკულტეტზეც ვსწავლობდი. უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე და დიპლომის დაცვისას აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ბრძანებით ჩემი სადიპლომო ნამუშევარი შეფასდა საკანდიდატოდ . ამის პარალელურად ჩავაბარე მეორად ფაკულტეტზე უცხო ენებზე ( ინგისური.) მალე მივიღე შემოთავაზება ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, რომლის დასრულებისას მუშაობა დავიწყე გორის ბავშვთა საავადმყოფოს გაერთიანების გამგედ.
5 წლის შემდეგ გადმოვედი ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგედ 1989 წ.
1990 წლიდან მომიწვიეს ბორჯომის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლად სადაც ბავშვების სიყვარულის გამო დღემდე ვმუშაობ.
როგორც პოეტი მუდამ ვაქვეყნებდი ლექსებს. 1997წ დაიბეჭდა ჩემი პირველი კრებული „მთვარის შუქი“.
2014 წ ამირჩიეს მწერალთა კავშირის წევრად.
2016 წელს დაიბეჭდა „ბოდლერის პროზა პოეზიად“.
2014-16 წლებში ვიყავი ლიტერატურული პრემია “საბას” ნომინანტი. დავდგი ტრილოგია „ქალის მონოლოგი“ (სპექტაკლი).
2016 წ კრებულში „მზის არილი“ დაიბეჭდა ჩემი მე-12-ე ლექსი. ასევე 2005 წ ლიტერატურულ ჟურნალ „თორში“ გამოქვეყნდა ჩემი 10 ლექსი.
2009 წ კრებული „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“
2013წ ლიტ. კონკურსი „გარა” (5ლექსი)
2014 წ “ლექსო ზიარო სულისა 8 ლექსი
2016 წ ლექსი „ლიხს აქეთ და ლიხს იქეთ“ (გამარჯვებული ლექსები)
ჩემი ლექსები იბეჭდებოდა „ლიტერატურულ მესხეთში”, რომლის პრემიის ლაურეატი გავხდი 2017წ.
2021წ წარდგენილი ვარ გალაქტიონის პრემიაზე. ასევე ვარ საქართველოს „მწვანეთა მოძრაობისა“ და ილია ჭავჭავაძის სახელობის -„ მწიგნობართა ასოციაციის“ რეგიონალური კორდინატორი და ა.შ. ასევე ვწერ სიმღერებს და ტექსტებს.




ხართ თუ არა წარმატებული ადამიანი?

დიდად წარმატებულ ადამიანად თავს არ ვთვლი ზურგის ქარი იშვიათად უბერავს სულ პირქარიმდევს... ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგს გონია ეს ჩემი მაქსიმუმია! მიზეზი ალბათ ისაა, რომ „გაფანტულ მეცნიერებათა მაგისტრი ვარ“.


რა არის მთავარი პროფესიის არჩევის დროს?

პროფესიის არჩევისას მთავარია კარგად ერკვეოდე შენს შესაძლებლობებსა და სურვილებში. მოუსმინე შენს გულის ხმას და არ შეცდები. არ შეგიპყროს მოდურმა სპეციალობებმა. ზუსტად განსაზღვრო რისი კეთება განიჭებს სულიერ სიმშვიდეს და რა განიჭებს ბედნიერებას. თავს ისე უნდა გრძნობდე როგორც თევზი წყალში.


როგორ უთავსებთ ამდენ პროფესიას ერთმანეთს?


შესანიშნავად ვახერხებ საქმის კარგად გადანაწილებას. მიყვარს რასაც ვაკეთებ.


ასევე წერთ ლექსებს. რა ასაკში დაიწყეთ ლექსების წერა?

ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. სკოლაში ეს შეუნიშნავი არ დარჩენია ნინელი მაჭარაშვილს (ქართ. მასწავ.) და ცდილობდა ხშირად მოეკითხა ის თუ რა დავწერე.


რაზე წერთ ლექსებს ძირითადად?

ვწერ ყველა თემაზე. არ არსებობს ისეთი სფერო რასაც არ შევხებივარ.


რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე?

ძლიერი მხარე- ოპტიმიზმი, ინტელექტი, ენერგეტიკა, სხვისი დახმარების უნარი, წყურვილი სიცოცხლისა, ადამიანების და პრინციპულობის.
სუსტი მხარეები-ალბათ სიფიცხე, ნდობა, დაბალი თვითშეფასება და ამბიციები.


რა იყო თქვენი ცხოვრების მიზანი, მიაღწიეთ თუ არა და რამდენად კმაყოფილი ხართ განვლილი ცხოვრებით?
ვარ მაქსიმალისტი და ყველა სფეროში უფრო მეტს ვცდილობ. ჩემი ოცნებები და სურვილები იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ვფიქრობ სად მივიღებდი სრულ რეალიზაციას.


რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან ბევრ რამეს.


რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია?

ბავშვობაში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი. ქვეცნობიერში ეს იდო და მიბიძგა კიდეც. დიდ სიამოვნებას მანიჭებს სწავლება. ვარ ბავშვების მოძღვარი და ცხოვრების მასწავლებელი. ამაზე დიდი ჯილდო არ მიმიღია თუმცამაქვს „შემოქმედებითი პედაგოგის“ წოდება და „წლის პედაგოგის“ წოდება.


ამ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები რა არის?

დადებითი- ილია ჭავჭავაძის არ იყოს თითო ბავშვი თითო ანთებული სანთელია! შენ ემსახურები ყველაზე პრესტიჟულ საქმეს… პედაგოგი მოსწავლის სულის მჭედელია! მისი სულის ფორმაციას მასწავლებელი ახდენს. რატომ ამბობენ: ბავშვი დაუწერელი დაფააო?! რასაც დაწერ ის იქნება, ამიტომ ყველა პედაგოგს კარგი ხელწერა მოეთხოვება!
უარყოფითი-ალბათ ის რომ ჯერ კიდევ არაა შრომა დაფასებული ისე როგორც მას ეკადრება თუმცა დაიძრა.


მარიზა მასწავლებელი და ბავშვები. რამდენი წელია რაც პედაგოგი ხართ?

1990 წლიდან ვასწავლი ბიოლოგიას და არა მარტო მას. მაქვს ეკო კლუბის წრე, სადაც მოსწავლეებს აქვთ დამატებითი წვდომა საგანში და გარემოსთდაცვით საქმიანობაში. ასევე “პატარა მწიგნობრებს” ვუზიარებ წიგნის მადლს. მაქვს პროექტი „ბავშვები ბიბლიოთეკასთან“, სადაც მათ მიერ ხდება წიგნის გარჩევა გაანალიზება ცნობილ მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრა.


როგორი პედაგოგი ხართ. დაახასიათეთ თქვენი თავი ამ კუთხით?

პროფესიებს კარგად ვათავსებ ერთმანეთთან და ყველაფერს ხარისხიანად ვაკეთებ. ენერგეტიკული ადამიანი ვარ. ვერ ვიტან უსაქმურობას, ამიტომ სხვასაც უფრო მეტსა და მეტს ვთხოვ.


რა როლი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში სკოლას და მოსწავლეებს?

ძალიან დიდი. პრაქტიკულად ეს ჩემი ცხოვრებაა. ჩემი ცხოვრების ანი და ჰოე. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი. ისინი ავსებენ ჩემს ცხოვრებას პრაქტიკულად მე მათი მოძღვარი და მეგობარი ვარ. მათთან ძალიან მეგობრული და გულახდილი ვარ.


როგორ დაახასიათებდით ახლანდელ თაობას?

ახლანდელი თაობა არის ნიჭიერო, თუმცა ძალზე ზარმაცი, გულგრილი. ცრუ პატრიოტებით აივსო ქვეყანა (არა ყველა). მათ აკლიათ ეროვნული მუხტი და მიზანმიმართულება. თითქოს დაბნეულია ახალგაზრდობა. ნაკლებად სცემენ პატივს ღირებულებებს. არიან ზედმეტად ამბიციურები.


რომ შეადაროთ ახლანდელი და ძველი თაობა. რა ცვლილებას ხედავთ?

ახლანდელ თაობასთან შედარებით, ძველ თაობას ჰქონდა მეტი მრწამსი და მოწესრიგებული იყო.


რას ურჩევდით ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან?

ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი და აფასებდეს იმ დროს რაც აქვთ “სწყუროდეთ ცხოვრების წმინდა წყაროს წყალი”


რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
წარმატების მისაღწევად საჭიროა შრომა სწავლა და მიზანი.




მარიამ ტაბატაძე. 13 წლის

New მედია კლუბის წევრი





Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.