მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჩემი 2020
მე ვარ ანასტასია ფერაძე, 15 წლის, ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე. დღეს მოგიყვებით რა შეცვალა 2020 წელმა, კოვიდ 19-მა და ონლაინ სწავლებამ ჩემ ცხოვრებაში. რა ვისწავლე ჩემზე, როგორ დავუახლოვდი ჩემს ქვეცნობიერს და როგორ აღმოვაჩინე ჩემი საყვარელი საქმეები.






ალბათ ყველამ იცის, რომ სკოლაში კორონავირუსთან დაკავშირებით, მოვიდა ახალი წესები, ეს მოიცავს:

◦ თმის შეკვრა

◦ სანიტაიზერით ხელების ხშირი დამუშავება

◦ პირბადის გამოყენება

◦ დისტანცია მერხებს შორის

◦ უცხო პირების შესვლა აკრძალულია სკოლაში

◦ ჰიბრიდული სწავლება

◦ საკლასო ოთახში არ უნდა იყოს მცენარე






ბავშვები თავდაცვის მიზნით, ცდილობენ თავი შეიკავონ სხვა კლასებთან კონტაქტისგან და დერეფანში სიარულისგან. ასე გამოიყურება სკოლის დერეფანი ახლა, პანდემიის პირობებში.


დერეფანში მხოლოდ მასწავლებლები და მანდატურები არიან.






რას ფიქრობენ ონლაინ სწავლებაზე მოსწავლეები? ბორჯომის N1 საჯარო სკოლის, Xა კლასის მოსწავლე - თინათინ კიკნაძე გვიზიარებს გამოცდილებას, მან საკუთარ თავში აღმოაჩინა ნიჭი, რაც შემდეგ ჰობად ექცა.




კარანტინის დროს, ალბათ ყველამ აღმოვაჩინეთ ჰობი და ნიჭი ჩვენს თავებში. პირადად მე, აღმოვაჩინე ნიჭი, რომელიც მოიცავს ვიდეოების გადაღებას, შეიძლება ვინმემ თქვას “რა უნდა, ვიდეოს იდეის მოფიქრებას? ადექი და ბორჯომის ტყეზე გადაიღე.” მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, ეს თემა სრულიად ამოწურულია.

მე საინტერესოს ვხედავ მზეში, ცაში, ღამე ლამპიონებში, კატაში რომელიც მზის სხივებზე თბება, შემდეგ ვკრავ ვიდეოს და ჩემთვის ზედმეტად საყვარელი, ქართული ფილმების Soundtrack-ს ვადებ.


აი თურმე პლიუსებიც ჰქონია კორონა ვირუსს, ბევრმა ბავშვმა აღმოაჩინა ნიჭი, რომელიც საკუთარ თავში იყო ჩამალული და რომ არა ასეთი შემთხვევა, შესაძლოა სულ არ გამოეჩინა თავი. ამიტომ არ დამალო ნიჭი, ბევრი დრო გაქვს, დაიწყე ძებნა და აუცილებლად მიაგნებ!





ავტორი: ანასტასია ფერაძე, 15 წლის

NEW მედია კლუბის წევრი






Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.