მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ეკა ბასილაშვილი - ინტერვიუ საკუთარ თავთან
მე ვარ...
გამარჯობა, მე ეკა ვარ ბასილაშვილი,
15 წლის. დავიბადე თბილისში, ახლა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში
ვცხოვრობ.
ჩემი ერთი დღე...
ჩემი ერთი დღე სრულიად ჩვეულებრივია, სკოლის პერიოდში რვაზე ვიღვიძებ,
დასვენებებზე კი უფრო გვიან. როდესაც სკოლიდან ვბრუნდები ვისვენებ,
ვიძინებ, ფილმს ვუყურებ ან სხვა რამეს, შემდეგ კი ვიწყებ
მეცადინეობას. დავდივარ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლაში და ვცხოვრობ
ნინოწმინდის პანსიონატში.
პანსიონატში ცხოვრება
ყველაზე საინტერესო პანსიონატში ბევრ ბავშვთან ერთად ცხოვრებაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე...
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის დღეებია, როდესაც დედა
ჩამოდის ჩვენთან პანსიონატში.
სასკოლო საგნები, რომლებიც მომწონს...
სკოლაში ბევრი საგანი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით ქართული და
ინგლისური, მათ სხვა საგნებისგან განსხვავებით უფრო დიდ დროს
ვუთმობ.
ცხოველები თუ ფრინველები?
ფრინველებიდან და ცხოველებიდან ცხოველები უფრო მიყვარს, მაგრამ ახლად
დაბადებულები პატარები რომ არიან.
ბედნიერება არის...
ჩემთვის ბედნიერება ის არის, რომ საყვარელი ადამიანი გყავდეს გვერდით,
რომელიც გაგიგებს.
მომავალი პროფესია?
ძალიან მიყვარს ჰიპ-ჰოპის ცეკვა და ვფიქრობ მომავალში მოცეკვავე
გამოვიდე. ეს უფრო ჰობს ჰგავს, მაგრამ პატარაობიდან ვცეკვავ და ჯერ
ჯერობით მოცეკვავეობა მაქვს იდეაში.
რაზე ვოცნებობ?
ვოცნებობ რომ მომავალში წარმატებული გამოვიდე და ჩემი ყველა მიზანი
განვახორციელო.
10 წლის შემდეგ...
ჩემი თავი ათი წლის შემდეგ ასე წარმომიდგენია: ვიდგები დიდ საცეკვაო
დარბაზში, გარშემო ჩემი მოსწავლეები მეყოლება, რომლებსაც ერთი სული
ექნებათ როდის დავიწყებთ რეპეტიციას.
ეკა ბასილაშვილი, 15 წლის
NEW მედია კლუბის წევრი
გააზიარეთ :