ცხოვრობ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში? გაქვს იდეა? გსურს დაიწყო
საკუთარი ბიზნესი? ან იქნებ უკვე ხარ სტარტაპერი? ეს შენთვისაც
საინტერესოა!
16_დან 18 აპრილამდე, ახალციხეში, პროექტ მეცფესტის ფარგლებში,
პირველად ჩატარდება სტარტაპ კვირეულის (ონლაინ) ღონისძიება. კვირეულის
ფარგლებში თქვენ გაეცნობით ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და
კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ დამწყებ მეწარმეებს და სტარტაპებს
იდეის მოფიქრებიდან მის რეალობად ქცევამდე. თქვენ აღმოაჩენთ ახალ
შესაძლებლობებს, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, მონაწილეობას
მიიღებთ მენტორინგის სესიებში, რომელსაც გაუძღვებიან დარგის
ექსპერტები, გაეცნობით დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს და
შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ იდეათონის კონკურსში,
რომელში გამარჯვებული 2 გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 1000 და 500
ლარით!
16 აპრილი - დღის თემა: დაფინანსების წყაროები და საგრანტო
შესაძლებლობები. შეხვედრა გაიმართება ონლაინ, 12:00-18:00
17 აპრილი - დღის თემა: პიარი და მისი მნიშვნელობა მეწარმეობაში,
შეხვედრა გაიმართება ონლაინ, 11:00-18:35
18 აპრილი - დღის თემა: ადგილობრივი წამრატებული მაგალითები;
იდეათონის გამარჯვებულის გამოვლენა, შეხვედრა გაიმართება ონლაინ,
11:00-19:00
კვირეულში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია:
https://cutt.ly/mchYo8Z
იდეთონში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა აუცილებელია გაიაროთ
რეგისტრა:
https://bit.ly/39ewVLT
გაუზიარე ინფორმაცია მეგობრებს და ნაცნობებს. ჩაინიშნე თარიღები,
გელოდებით კვირეულზე!
კვირეულის ორგანიზატორია „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“,
„ასოციაცია ტოლერანტი“ და „კავშირი სამყარო“
პროექტი ხორციელდება USAID Zrda Activity in Georgia მხარდაჭერთა და
Startup Grind Tbilisi Georgia პარტნიორობით.
საჭიროების შემთხვევაში, მოგვწერეთ ნებისმიერ დროს
Aecakhaltsikhe@gmail.com ან დაუკავშირდით ღონისძიების ორგანიზატორს
+99559859957