კლიმატ ამბები
საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის 15%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა სატრანსპორტო სექტორში
საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სადაც სტრატეგიული დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაზე. 1990-იანი წლებიდან საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მონაკვეთის, ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს საქართველოში ხარისხიანი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობას განაპირობებს.


საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების დოკუმეტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 2018 წელს 2007 წელთან შედარებით 55%-ით არის გაზრდილი. ქვეყნის შიგნით საავტომობილო გზებით ყოველწლიურად 25 მილიონ ტონამდე ტვირთის (მთლიანად გადაზიდული ტვირთის დაახლოებით 59.9 პროცენტი) გადაზიდვა ხდება და დაახლოებით 260 მილიონი მგზავრი გადაიყვანება. მასშტაბურია საერთაშორისო გადაზიდვები. 2011–2018 წლებში წლიურმა გადაზიდვებმა 31.1 მილიონი ტონა შეადგინა. 2018 წელს საერთაშორისო გადაზიდვები წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ არის გაზრდილი და 31.1 მილიონ ტონას შეადგენს. ასეთი მოცულობებიდან გამომდინარე, მაგისტრალურ გზებზე დიდია დატვირთვა. საქართველოს სატრანსპორტო სექტორი სწრაფ და არამდგრად ზრდას განიცდის. ქვეყანაში ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველი და გაუმართავი კერძო ავტოტრანსპორტია. გარდა ამისა, სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი მცირეა. მნიშვნელოვანია ავტოპარკის ზრდის ფაქტორი, რაც პირდაპირ კავშირშია ემისიების მატებასთან. ბოლო 10 წლის განმავლობაში ავტოპარკი გაორმაგდა, რაც საკმაოდ საგანგაშოა და მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირება.2015-2030 წლებში მგზავრების აქტივობა შეიძლება 50%-ით გაიზარდოს, ხოლო სატვირთო ავტომობილების აქტივობა 120%-ით. აღნიშნული სხვაობა ზრდის ტენდენციებს შორის გამომდინარეობს იქედან, რომ მშპ-ის ზრდა უფრო ძლიერ გავლენას ახდენს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, ვიდრე სამგზავრო ტრანსპორტზე. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. საქართველოს სატვირთო სატრანსპორტო აქტივობის ზრდას ხელს უწყობს ისეთი საერთაშორისო ფაქტორები, როგორიცაა ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის საერთაშორისო მგზავრობის და ვაჭრობის ეფექტიანი გამტარობის მოთხოვნა.


ქვეყნის შიგნით საავტომობილო გზებით ყოველწლიურად 25 მილიონ ტონამდე ტვირთის (მთლიანად გადაზიდული ტვირთის დაახლოებით 59.9 პროცენტი) გადაზიდვა ხდება და დაახლოებით 260 მილიონი მგზავრი გადაადგილდება. მასშტაბურია საერთაშორისო გადაზიდვები. 2011–2018 წლებში წლიურმა გადაზიდვებმა 31.1 მილიონი ტონა შეადგინა. 2018 წელს საერთაშორისო გადაზიდვები წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ არის
გაზრდილი და 31.1 მილიონ ტონას შეადგენს. ამ მოცულობიდან გამომდინარე, მაგისტრალურ გზებზე დიდია დატვირთვა. ქვეყანაში არ არსებობს ტრანსპორტის სექტორის, როგორც ერთიანი სისტემის, ხედვა და მისი ეროვნულ
დონეზე განვითარების სტრატეგია. ძალიან მწირია სექტორში არსებული სტანდარტები და ხდება სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების გამოყენება, რაც უფრო და უფრო ართულებს და ბუნდოვანს ხდის სექტორში არსებულ ვითარებას. მხოლოდ ცალკეული მუნიციპალიტეტების დონეზე ხდება სტრატეგიულად სწორი ნაბიჯების გადადგმა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. განახლდა ავტობუსების პარკი და შემუშავდა პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემისა და არამოტორიზებული ტრანსპორტის მოხმარების ზრდას.


ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის სტიმულირებისთვის საქართველომ 2018 წლიდან საგადასახადო შეღავათები შემოიღო. კერძოდ, ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის შემთხვევაში აქციზის გადასახადი 50%-ით (ავტომობილებისთვის, რომელთა ასაკი 6 წელს აღემატება) და 60%-ით (ავტომობილებისთვის, რომელთა ასაკი 6 წელს არ აღემატება) შემცირდა. ამასთან, ელექტროსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის შემთხვევაში აქციზის გადასახადი სრულად გაუქმდება (100%-იანი შემცირება). ამან მნიშვნელოვნად გაზარდა იმპორტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჰიბრიდული ავტომობილების წილი (2016 წელს 5.5%-დან 2018 წელს 34.8%-მდე)56. 2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ.“

დადგენილება 2018 წელს შევიდა ძალაში და მიზნად ისახავს სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბებას, სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის და გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას გამონაბოლქვის სისტემის რეგულარული ინსპექტირებითა და იმ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან ამოღების გზით, რომლებიც ძირითადი დამაბინძურებლები არიან.


ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის 15%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა სატრანსპორტო სექტორში საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებთან შედარებით. საქართველოს კლიმატის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ტრადიციული განვითარების სცენარში ტრანსპორტის სექტორიდან სათბურის აირების გაფრქვევის საპროგნოზო მაჩვენებელი 7,110 გგ CO2 ეკვივალენტს შეადგენს. შემარბილებელი პოლიტიკისა და ღონისძიებების დანერგვით შესაძლებელი იქნება სათბურის აირების გაფრქვევის 6,044 გგ CO2 ეკვ.-მდე შემცირება, საერთაშორისო დახმარების შემთხვევაში კი სათბურის აირების გაფრქვევა დამატებით 5,569 გგ CO2 ეკვ.-მდე შემცირდება. სამოქმედო გეგმაში ძირითად შემარბილებელ ღონისძიებებს წარმოადგენს: ავტოპარკის განახლება ასაკოვანი და დაბალეფექტური ავტოტრანსპორტის ამოღებით, საგადასახადო შეღავათების დაწესება ელექტრო და ჰიბრიდულ ტრანსპორტზე, წიაღისეულ სატრანსპორტო საწვავზე გადასახადების გაზრდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება, ბიოდიზელის წარმოების წახალისება და საგზაო სატვირთო გადაზიდვების სარკინიგზოზე გადართვა. საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საერთაშორისო ტრანზიტი მნიშვნელოვან კომერციულ შესაძლებლობას წარმოადგენს, ხოლო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება საერთაშორისო ტრანზიტისთვის ძირითადი პრიორიტეტია. ტრანსპორტის სექტორში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების დეტალური აღწერა ქვემოთ ცხრილშია წარმოდგენილი.





Print E-mail
FaceBook Twitter
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.