რატომ მცირდება თოვლი და სეზონების ხანგრძლივობა ბაკურიანში
18:51 / 22.02.2024
ადგილობრივები, რომლებიც რამდენიმე
ათეული წელია ბაკურიანში აქირავებენ თხილამურებს, თოვლმავლებს,
ცხენებს და დამსვენებლებს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისს, იხსენებენ
რომ ბაკურიანი მრავალი წლის წინ უხვი თოვლით, ნალექით და გრძელვადიანი
ყინვებით გამოირჩეოდა, ბოლო პერიოდში კი საგრძნობლად შემცირდა თოვლიც
და სტუმარიც.
სეზონის დროს, სამანქანო გზებზე თოვლი თითქმის არ არის. სასრიალო
მოედნებზე კი შედარებით შემორჩენილია თოვლის საფარი და საჭიროების
შემთხვევაში ხდება ხელოვნური გათოვლიანებაც.
ბაკურიანელების ვარაუდით, ბოლო წლებში ზამთრის კურორტზე დამსვენებელთა
რაოდენობა 40%-მდე შემცირდა. შესაბამისად განახევრდა
შემოსავლებიც.
საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების დოკუმენტის თანახმად,
კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა
სამთო-სათხილამურო ტურიზმი. წლებთან ერთად, როგორ იკლებს თოვლის
საფარი ბაკურიანში, რა იწვევს ნალექის შემცირებას ზამთრის კურორტზე და
რა კავშირშია ეს პროცესი კლიმატის ცვლილებასთან, ადგილობრივების და
კლიმატოლოგის მოსაზრებები, ნახეთ რუბრიკაში "კლიმატამბები".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.