კლიმატ ამბები
რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?
კლიმატის ცვლილება კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რადგან ის ჩვენს ირგვლივ გარემოსა და ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის.
ვიწრო გაგებით, კლიმატი (ანუ ჰავა) ნიშნავს “გასაშუალოვებულ ამინდს“. მაგალითისთვის, ამინდი თუ არის კონკრეტულ დროსა და ადგილზე ტემპერატურა, ნალექიანობა, ტენიანობა, ქარი და სხვა ატმოსფერული მოვლენების იმწუთიერი მაჩვენებელი. კლიმატი არის შედარებით გრძელვადიან პერიოდში ამ ელემენტების საშუალო მონაცემები.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განსაზღვრების თანახმად, კლასიკური პერიოდი შეადგენს 30 წელს. რაც შეეხება ფართო გაგებას, კლიმატი (ანუ ჰავა) ნიშნავს კლიმატური სისტემის მდგომარეობას მისი სტატისტიკური აღწერილობის ჩათვლით.

გაერთიანებული ერების მონაცემებით, ყოველწლიურად ადამიანები უფრო და უფრო მეტ რესურსს მოიხმარენ, რაც გამოწვეულია არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებით. რესურსების ჭარბი მოხმარება კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც კლიმატს, ასევე პლანეტასაც.

ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათანობით ზრდის პროცესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა.

ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებით, ატმოსფეროში გაიფრქვევა სასათბურე გაზები; მათ შორის ყველაზე ხშირია: CO2 (ნახშირორჟანგი), CH4 (მეთანი), NO2 (აზოტის ქვეჟანგი), რომლებიც ინახავენ სითბოს ატმოსფეროში, რაც იწვევს პლანეტის საშუალო ტემპერატურის ინტენსიურ მატებას.

• ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება წლის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობა.

• ბოლო წლებში გაზრდილია ტყის ხანძრების რიცხვი.

• დედამიწის ყინულოვანი საფარი დნება, რაც თავის მხრივ წყალდიდობების და ღვარცოფების რისკს ზრდის.

• იზრდება ადამიანების დაავადებების რისკი, ეპიდემიების გავრცელება.


სწრაფად მიმდინარე კლიმატის ცვლილება, ცოტა დროს გვიტოვებს მისი უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად და არსებულ რეალობასთან ადაპტირებისთვის.









Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.