"გულახდილად თქმით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ
საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს
აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ" - ამ სიტყვებით
ევროპარლამენტარმა მარკ გალერიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და
პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას მიმართა.