გაზაფხულზე წარვადგენთ ჩრდილოვან კაბინეტს და ამომრჩეველს რამდენიმე
თვით ადრე ეცოდინება პროგრამა და ის სფეროები, რომელსაც პირველი 100
დღის განმავლობაში შევცვლით - ამის შესახებ პარტიის „ლელო
საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის რეგიონული
ოფისის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტია სერიოზული ტემპით
იზრდება და ის რეგიონალურ განვითარებას იწყებს.