აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული
და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა
მოქალაქეებმა გააკეთეს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში
გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა,
რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის
ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის „ვოლვო ჯგუფის”
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.