ხვალ, 21 იანვარს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე
სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია
დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო
დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული
მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.