მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი
უკვე დაამტკიცა. დადგენილება 2021 წელს ამოქმედდება, თუმცა 2020 წლის
იანვრიდან,ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე
განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები სათამაშოების შესაბამისობაში
მოსაყვანად.გარდამავალი პერიოდი მნიშვნელოვანია იმ მიზნით, რომ
ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი მზად არ არის, გადავიდეს ევროპულ
მოთხოვნებზე.
რაც შეეხება სანქციებს, ეს არის პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება,
ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.ეს არის ოთხი ძირითადადი
მიმართულება, რომელიც ამოქმედდება და განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ
იმის მიხედვით, თუ რა ზომის შეუსაბამომა გამოიკვეთება
რეგულაციასთან.ტექნიკური რეგლამენტის მიზანია,უზრუნველყოს საქართველოს
ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების განთავსება და ბავშვების უსაფრთხოებისა
და ჯანმრთელობის დაცვა.
რეგლამენტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი
ევროდირექტივის თანახმად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის
გათვალისწინებით მომზადდა.