საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 23-24 მარტს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19,
+24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი
დაფიქსირდება.
25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით სითბოს ფონზე
შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
ქ. თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26
მარტს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16,
+18 გრადუსი იქნება.