როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტს საქართველოს
ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა
და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.
20-22 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +9, +14 გრადუსი
დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი 22 მარტს +18 გრადუსამდე
დათბება.
23 მარტს მოსალოდენლია თბილი და უნალექო ამინდი. ტემპერატურა კი +18,
+23 გრადუსამდე მოიმატებს.