ხვალიდან ამინდი გაუარესდება
15 მარტს, დღის ბოლოდან 18 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი
და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი,
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი
მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.