26 და 27 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 27-ში დღის საათებში დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე
მოიმატებს.
28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება,
მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14,
+19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდიბა.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17
გრადუსია მოსალოდნელი.