შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი
22 თებერვალს, საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16
გრადუსის ფარგლებში იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვალს დასავლეთ
საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7,
+12 გრადუსამდე დაიკლებს, 24 თებერვალს შედარებით გამოიდარებს და +13,
+18 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია
მხოლოდ ცალკეულ რაიონში, 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე
გათბება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე
წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.