მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 თებერვალს უმეტესად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე,
ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8
გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით
ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.