11 თებერვლამდე ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის
მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში
შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი ქარი,
ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე
შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია
შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება.
კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8
გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების
დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.