ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური
პირობების (ძლიერი ქარი და ნამქერები) გამო, საერთაშორისო
მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)
საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.