ხვალ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი
4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში
თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს
პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის
მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების
ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.