დღეს და ხვალ ითოვებს
31 იანვარს და 1 თებერვალს
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. ითოვებს ბორჯომშიც და
ბაკურიანშიც.
მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი
შტორმია ნავარაუდევი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით,
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მთიან
ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება.