მთაში თოვლია მოსალოდნელი - ამინდი მომდევნო დღეებში
29-30 იანვარს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
28 იანვარს კი ქვეყანაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12
გრადუსამდე მოიმატებს.