საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი
მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია უნალექო
ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა.
ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ
რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15,
მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს.
26-27 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის
საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე
მოიმატებს.