25 იანვრიდან საქართველოში ნალექი შეწყდება
გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით დღეს, 24 იანვარს საქართველოს
ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
25-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება
ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს
დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8,
მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით
დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12
გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით
იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის
ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე
დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.