მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება
უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს
დაბლობში
+11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი
დაფიქსირდება.
8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია
დროგამოშვებით ნალექი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა
და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა
მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე
დაიკლებს.