როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 9-15 დეკემბერს საქართველოში
მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს
აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17
გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში
ეციება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.