მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს
გამოიდარებს.
4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4
დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7
გრადუსამდე დაიკლებს. 2 და 4-5 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის
მომართულების ქარი.