მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 25-26 ნოემბერს საქართველოში
შენარჩუნდება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი.
27-28 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე
წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 25-26
ნოემბერს +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 ნოემბერს +12, +14
გრადუსამდე მოიმატებს.