უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 30 სექტემბრიდან 5
ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26,
+28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.