ხვალიდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21-22 სექტემბერს
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის
ტემპერატურა დაიკლებს,
დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა,
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან
შესაძლებელია თოვლჭყაპი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ -
ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.