საქართველოში ამიდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17-18 მარტს საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი),
დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი
ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება,
მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.