ხვალიდან თოვლია მოსალოდნელი
16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი. 17 იანვარს დაბლობსა
და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან
და მაღალმთიან ზონაში თოვა,
ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი
შტორმი.
17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების
ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.