მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3-5 დეკემბრს დასავლეთ
საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა
დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6-7 დეკემბერს
მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 3 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 4-7
დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა
+9, +14 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში 3 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 4-7 დეკემბერს
კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 12, +14
გრადუსი იქნება.