მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 6 სექტემბერს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ზემო
იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, შავი ზღვის სანაპირო
რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.
7 – 8 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე
დაიკლებს.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა
აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი.