საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 8 მარტიდან 10 მარტამდე
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. 9
მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების იქროლებს ძლიერი
ქარი,
10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი,
მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე კი 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.