მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 დეკემბრს საქართველოში
ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი.
9 - 10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი,
ჰაერის ტემპერატურა + 11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი, ჰაერის
ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.