მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 - 29 ნოემბერს
საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი. ზემო
იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. 1 – 3
დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ გაძლიერდება
აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში
უმეტესად ღრუბლიანი, ნისლიანი, შედარებით ცივი და ზოგან ნელექიანი
ამინდია მოსალოდნელი.