მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ
რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე
ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.
10 - 11 ოქტომბერს საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის
მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და
ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის
მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე
დაიკლებს.
12 - 14 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 15 ოქტომბრიდან კვლავ
ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.