მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტორ ინფორმაციით 26 სექტემბერს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ
საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
27 სექტემბერს დღის მეორე ნახივრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში
ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი.
29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის
ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა,
განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია
მოსალოდნელი.
1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 – 5 გრადუსით მოიმატებს.