ამინდის პროგნოზი საქართველოში
4-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდი.
6 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
7 სექტემბერს ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
9-10 სექტემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი და
ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი.