4-6 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აგვისტოს საქართველოში
ნარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +35, +40,
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში +33, +38 გრადუსი იქნება.
5 - 6 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ
რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, ზოგან კი 40 გრადუსამდეა
მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34, +39 გრადუსის
ფარგლებში იქნება.