10 - 16 ივლისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 - 16 ივლისს საქართველოს
ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის
ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო
16 ივლისს +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს.