მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი
ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების
გავრცელება,
რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას,
ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს
გამოიწვევს. 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი
(უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.