სინოპტიკოსები მზიან ამინდს გვპირდებიან
25 აპრილს საქართველოში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კვლავ
მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. თუმცა 26 აპრილიდან
გამოიდარებს და დათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მზიანი ამინდები 2 მაისამდე
შენარჩუნდება. ბორჯომში ყველაზე მაღალი ტემპერატურა შაბათს 29 აპრილს
იქნება და ის 22° -ს მიაღწევს. თუმცა ღამის საათებში კვლავ დაბალი
ტემპერატურაა მოსალოდნელი.
2მაისიდან სინიპტიკოსები კვლავ წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ, თუმცა
ტემპერატურა 0° - ზე დაბლა აღარ დაიწევს.
26 აპრილიდან მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც.