საქართველოში არამდგრადი ამინდია ნავარაუდევი
12-15 ოქტომბერს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი.
12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ქ. თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის
დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან
გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და
დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18
გრადუსი იქნება.
საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო): 12 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15
ოქტომბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი იქნება.