"გარემოს ეროვნული სააგენტო" მოსახლეობას აფრთხილებს
31 ივლისს დასავლეთ საქართველოში,
აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია
წვიმა, ზოგან ძლიერი.
აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში -
ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება,
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
(აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში
საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო).